ზელენსკი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე ჩავიდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზელენსკი ხურჩაშიც ჩავა.

ცნობისთვის, ზელენსკი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. ის ბათუმის მე-17 საერათაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას. 

ღონისძიება დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მასში საქართველოს მხრიდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძებას ასევე დაესწრება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი