მივაწოდე ინფორმაცია, რომ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ... ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ მიშელთან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მნიშვნელოვანი სტუმრები არიან ჩამოსულები, პრეზიდენტი მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი და მოლდოვას პრეზიდენტი. პირველ რიგში, მივაწოდე ინფორმაცია, როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან... ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება სრულდება და შესრულდა რაც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. ვუთხარი, რომ დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, რაც შემაფერხებელია... ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, - ამბობს ღარიბაშვილი.
ამ განცხადების შემდეგ ღარიბაშვილს მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს შეკითხვები, "როდის გადადგებით", რის შემდეგაც მან ტრიბუნა პასუხის გაცემის გარეშე დატოვა.