მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილია... ეს არის ფინანსური დახმარების წინაპირობა - შარლ მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში მართლმსაჯულების რეფორმა მთავარია. როგორც მან ბათუმში, პრეზიდენტთან, პრემიერთან და ოპოზიციის წევრებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ ისაუბრა, სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაა საქართველოსადმი ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობა. 

დღეს მე ვეწვიე საქართველოს, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას. მქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ ღარიბაშვილს და ოპოზიციის ლიდერებს რომ განმეხილა 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება. ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული წესრიგი განახორციელოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. კანონის უზენაესობის კონსოლიდირებული წინსვლა ამ მიმართულებით პოლიტიკური და მართლმსაჯულების რეფომრების გზით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მართლმსაჯულების რეფორმა არის მთავარი 19 აპრილის შეთანხმებაში. და ეს არის წინაპირობა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საქართველოსადმი. სწრაფი დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ ჩართულ პირებთან. ეს დაკარგული შესაძლებლობაა, - ამბობს შარლ მიშელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი