დევნა და სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით წინასაარჩევნოდ - "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი მსხვერპლი რუსთავის მერიის თანამშრომელი, ნინო ქვირია გახდა.
მისი თქმით, მისი დევნის მიზეზი 2020 წლის არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარ ნინო ლაცაბიძის მხრიდან მმართველი პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე უარის თქმა გახდა. ქვირია ამტკიცებს, რომ მასზე ზეწოლას ნინო ლაცაბიძის გარდა თავად რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და "ქართული ოცნების" წევრი, დავით კობახიძეც ახორციელებდნენ.
რუსთავის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მხარდაჭერის ყოფილი ხელმძღვანელი ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივად აპირებს. მის უფლებებს სასამართლოში "სამართლიანი არჩევნები" დაიცავს.