ქუთაისის მერიამ კოვიდკრიზისის პერიოდში თურქეთში 84,000 ლარის ღირებულების ყვავილები იყიდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიამ 120 ათასი ძირი ფერადი ყვავილი იყიდა. 84 ათასი ლარის ღირებულების ყვავილები ადგილობრივმა ხელისუფლებამ თვითმმართველობის შენობის წინ, ბულვარსა და რამდენიმე ქუჩაზე დარგო. ერთწლოვანი მცენარეები მერიამ თურქეთში შეიძინა.

ყოფილ მცენარეებში კოლოსალური თანხის გადახდამ, ყოფილ საპარლამენტო ქალაქში ადგილობრივებისა და ოპოზიციის გაღიზიანება გამოწვია. იმ პირობებში, როდესაც ბიზნესების უმრავლესობა გაჩერებულია და ათასობით ადამიანი სახლში, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, ადგილობრივების თქმით, აჯობებდა, მერიას ეს თანხები, ფერადი ყვავილებისთვის დახარჯვის ნაცვლად, სოციალური დანიშნულებით გამოეყენებინა.

ქუთაისელი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ქალაქში საკუთარი მეყვავილეების ყოლისა და ბოტანიკური ბაღის არსებობის პირობებში, მერიას შეეძლო ყვავილები ამ უკანასკნელთაგან შეეძინა. ამ ოდენობის თანხის თურქეთში დახარჯვაში ისინი კორუფციულ სქემის არსებობას ხედავენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი