"აქ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლა" - ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას "მთავარი არხის" პროტესტის ნიშნად პირდაპირ ეთერში არ გადასცემს.
უკვე ერთ კვირაზე მეტია ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე მოძალადეების დასჯას მოითხოვს.
11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივ აქციაზე მას სასტიკად სცემეს. აქციაზე ძალადობრივ ქმედებებს წინ სწორედ ღარიბაშვილის განცხადებები უძღოდა.