ბათუმის მე-17 საერათაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი გარდაუვალია და ევროპული გზის არჩევანი უალტერნატივო.
"საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი გარდაუვალია და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, ჩვენი ფასულობებისგან, ის არის ყველა ჩვენ კონსტიტუციულ დებულებაში ასახული. დამოუკიდებლობის დღიდან, ეს იქნა განცხადებული, როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი და ერთი საკითხი, რომელზეც პოლარიზაცია, ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და ამაზე არასდროს არ ვკამათობთ. [...]
ეს არჩევანი, ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგორებისთვის, ვიცი, არის ალტერნატივის გარეშე", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და კიდევ უფრო სწრაფად.
"მეტის გაკეთება შეგვიძლია, ჩვენი ევროპული მომავალი ჩვენივე ხელშია, აქცენტი უნდა გავაკეთოთ წინსვლაზე, ჩვენ მიზნებზე, პრინციპებზე და უფრო მეტი ამბიცია უნდა გვქონდეს, არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმეც", - თქვა მან.
ზურაბიშვილის თქმით, ნებისმიერი დაყოფა, შიდა იქნება თუ სხვა, ნებისმიერი გაურკვევლობა მხოლოდ დაასუსტებს საქართველოს მიზნებს.