ჩემი ქვეყანა ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია... ამის გამო, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის... დემოკრატიული არჩევნების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა - ამის შესახებ ბათუმის კონფერენციაზე მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ სიტყვით გამოსვლისას საუბრობს.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები და ჩვენი ქვეყნების მისწრაფებებზე ვსაუბრობთ. ჩვენი ქვეყნების ევროკავშირის მისწრაფებებზე და თან ვსაურობთ ჩვენს პარტნიორობაზე რომელიც ერთად შეგვიძლია შევქმნათ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განვავითაროთ.
მინდა დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, მეგობრებო, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა, მოლდოვა, მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც რომ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე რომელიც მოლდოვამ გააფორმა, ქვეყანა განვითარდებოდა, დემოკრატიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა ქვეყანაში მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
ჩემი ქვეყანა ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია... ამის გამო, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის... ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ბოლო წლის განმავლობაში მოხდა. ხალხმა აირჩია დემოკრატია კარგი მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ არჩევნების საფუძველზე.. ამას უკვე ხელს უწყობს ევროკავშირი და ახლა ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს მისი, - ამბობს მაია სანდუ.
ბათუმის მე-17 საერათაშორისო კონფერენცია "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" ამ წუთებში მიმდინარეობს.