შარლ მიშელი აცხადებს, რომ ასოცირების ტრიო მნიშვნელოვანია... ეს აშკარა გზავნილია, რომ ხვალვე უნდა შევუერთდეთ ევროკავშირს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ სამივე ქვეყნის საერთო მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ წლების განმავლობაში ოკუპაცია და ანექსია ქვეყნებს აბრკოლებდა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ვიზიტისას ის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, მან თქვა, რომ საქართველოსა და უკრაინაში ამ კუთხით ვითარება ერთნაირია.

"საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები ადამიანის უფლებების დარღვევები, საკუთარი ყურით მომესმინა, უკრაინაში ყოველ თვე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთანაც და ასეთ შემთხვევაში კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, არის ის ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს ეს არჩევანი. ჩვენ ვართ დღეს ერთად, გაერთიანებული, ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს რეალობა დამდგარია. ეს ასოცირების ტრიო არის ახალი რეგიონალური განზომილება და ჩვენ ყველანი გაერთიანებული ვართ მასში, ევროპის დიზაინი შექმნილია და გვაკლია სამი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. მახარებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბატონი შარლ მიშელი იზიარებს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ ეს ასოცირების ტრიო მნიშვნელოვანია, ეს იმის აშკარა გზავნილია, რომ უნდა ხვალვე შევუერთდეთ ევროკავშირს",- თქვა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ.

ბათუმის მე-17 საერათაშორისო კონფერენცია "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" ამ წუთებში მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი