EU დარჩება თქვენს სანდო და ძლიერ პარტნიორად, იმედია ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ - მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს, უკრაიანასა და მოლდოვას საჯაროდ დაპირდა რომ ევროკავშირი მათ ძლიერ და სანდო პარტნიორად დარჩება. ამავდროულად, მიშელმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნები ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ. 

ამ თემებზე შარლ მიშელმა ბათუმის მე-17 საერათაშორისო კონფერენციაზე -"ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" ისაუბრა.

"ევროკავშირი თქვენთან არის, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ და აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას. ჩვენ გვინდა, რომ ეს სტაბილურობა, ჩვენი გამძლეობა, მედეგობა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში იყოს და ეს ტრანს-ატლანტიკური პარტნიორების ძალისხმევით განხორციელდეს. [...]

თქვენ ყველას გპირდებით, საჯაროდ, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეასრულებთ ნაკისრს ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით, არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, თქვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ", - თქვა შარლ მიშელმა.

მიშელის თქმით, თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, პრესის დაცულობა ის ფასულობებია, რომლებიც საუკეთესო გარანტია კეთილღდეობისა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი