შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური არასწორი და შინაარსი არასწორი იყო და შეიცვალა. კერძოდ, სტატიას ერქვა "ერთი თაობაა ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევორკავშირის კარებს - მიშელი" - რაც არასწორია, რადგან ეს სიტყვები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს არ უთქვამს. სტატიის მომზადების დროს "მთავარი არხის" ვებ-გვერდმა გამოიყენა მთავრობის სინქრონული თარგმანი, თუმცა მოგვიანებით ევროპული საბჭოს გვერდზე გამოქვეყნდა შარლ მიშელის სრული სიტყვა, რის მიხედვითაც სტატია გასწორდა.
"თქვენთვის დამოუკიდებლობის ერთი თაობა არსებობს და ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა"- თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
თავდაპირველად, სინქრონული თარგმნის შეცდომის გამო ეს მონაკვეთი შემდეგნაირად გაშუქდა:
"მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის ლოკომოტივი, რომლის ტრანსფორმაცია შეუწყობს ხელს კეთილდღეობას და ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი გახსნილობის საერთო ძალისხმევის და თანამშრომლობისთვის. ერთი თაობა ვთქვი დამოუკიდებლობის გზაზე ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, ერთი თაობა არის ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენ საზოგადოებას უპრეცედენტოდ ევროკავშირის კარებს. ეს დემოკრატია, სტაბილურობა, კეთილდღეობა, მეტწილად იქნება თქვენივე ქვეყნის მოსახელობის სასარგებლოდ".
მოგვიანებით, ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა მიშელის სრული სიტყვა, რის მიხედვითაც ციტადა და შესაბამისად თარგმანიც შემდეგნაირად გასწორდა:
"მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ლოკომოტივი ტრანსფორმაციის, კეთილდღეობისა და ზრდისთვის. ეს არის ასევე ძლიერი სიმბოლო ღიაობის, ურთიერთნდობისა და ჩვენი თანამშრომლობის. თქვენთვის დამოუკიდებლობის ერთი თაობა არსებობს და ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია მეტი დემოკრატიისთვის, მეტი სტაბილურობისთვის, მეტი კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნების მოსახლეობის სასარგებლოდ", - თქვა შარლ მიშელმა.
ამ თარგმანის მიხედვით შეიცვალა სტატიის სათაურიც.