ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ საკრებულოს სარევიზიო კომისიის ხდომაზე ქავთარაძის 56 და 58 ნომრებში მიმდინარე მშენებლობების შეუსაბამობა გააპროტესტა.
საქმე ეხება კორპუსს, რომელზეც ფანჯრების ამოჭრა უკვე დასრულებული მშენებლობის პირობებში დაიწყეს. შეუსაბამობაა მეორე მშენებლობასთან დაკავშირებითაც, სადაც ღია კაფისა და ორ სართულიანი შენობის ნაცვლად მრავალსარულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა.
ოპოზიცის შეფასებით, ნებართვები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის ნებისმიერ პროექტზე მარტივად გაიცემა. მათ თქმით, მერია არ ითვალისიწინებს ქალაქის და მოსახლოების ინტერესებს. ოპოზიცია ხელისუფლების ორმაგ სტანდარტატზე საუბრობს და საქმის ძირფესვიან შესწავლას გეგმავს.