ძალა ერთობაშია - ზელენსკი საქართველოზე

გამოქვეყნდა:

ჩვენი მეგობარი საქართველო, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ისტორიული გამოცდების შემდეგ, ცხადყოფს, რომ ძალა ერთობაშია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პეტრას ციხეზე გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს. 

ის მადლობას უხდის პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების გამო:

"უკრაინის ორ მოქალაქეს ვაბრუნებთ, რომლებიც დაკავებულები იყვნენ და მადლობას მოვახსენებთ ამ საკითხთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილს", - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ენმ-ის სიის პირველ ნომერს, ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა. 

აქვე, მისივე თქმით, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ პირველად განაცხადეს საერთო მიზნების შესახებ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. 

ძალიან მიხარია, რომ ქართულ, სტუმართმოყვარე მიწაზე ვდგავარ. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. პირველად მაქვს პრეზიდენტის როლში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა და ძალიან კარგ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა. 

ევროპისადმი მისწრაფების კონტექსტში, ერთად პირველად შევიკრიბეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ პირველად განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ ევროკავშირის. 

ჩვენ გვაერთიანებს არამარტო მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ამ ტრიომ ეს გზა ხელჩაკიდებულებმა გავიაროთ და ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ ევროპულ ინტერგრაციას. ეს სამიზნე წერტილი მიღწევადია. დარწმუნებულები ვიყოთ შეგვიძლია, ვინაიდან შარლ მიშელი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის, ჩვენ გვაქვს შესაძლებობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზე წარმატებით ვიაროთ... 

ახალი მიდგომებით ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მიეცეს საშუალება აღმოსავლეთის ტრიოს წარმოადგინოს თავისი წარმატება და სტრატეგიული მიზნები, პოლიტიკური მიზნები ამ ტრიოსი. ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ. სამიტის დეკლარაცია, რომელიც ბათუმში გაფორმდა, ასახავს ჩვენს სულისკვეთებას და ეს მისწრაფება გვაერთიანებს უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, - ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი