"ქართული ოცნება" პოლიტიკურ ზეწოლას ვერ უძლებს. უკრაინის პრეზიდენტის მტკიცე პოზიცია აიძულებს ივანიშვილის კლანს, გაათავისუფლოს აბსურდული ბრალდებით დაკავებული სამი უკრაინელი. ადამიანები, როლებსაც "ოცნების" პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ფარულად, იახტით შემოყვანაში ადანაშულებდა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
რომ არა ეს შეწყალება, უკრაინის პრეზიდენტს მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, არ დასწრებოდა ბათუმის სამიტს. მაგრამ სკანდალი ამით საბოლოოდ არ ამოწურულა. უკრაინელ პატიმრების ბრალი არ უღიარებიათ და შეწყალების მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლოში დავის გაგრძელებას აპირებენ.
იხილეთ ასევე: