მოსამართლემ ღია პროცესზე დაგვიწყო ვაჭრობა, ათას ლარადაც შეიძლება გამოსვლაო - მიხეილ ბატურინი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვის წევრი, მიხეილ ბატურინი ერთ-ერთ სასამართლო პროცესს იხსენებს და ამბობს, რომ მოსამართლე დაკავებულ მეზღვაურებთან "ღია პროცესზე ვაჭრობას" ცდილობდა. 

ამბობს, რომ სასამართლო და პროკურატურა მათ სხვადასხვა მეთოდს სთავაზობდნენ და ამ გზით მისგან აღიარების მოპოვებას ცდილობდნენ. 

"მოსამართლემ ღია პროცესზე დაგვიწყო ვაჭრობა, რომ ამ მუხლით თუ თქვენ არ აღიარებთო, რა თქმა უნდა, ღია ტექსტით არა, შენიღბული იყო სამართლით და ა.შ. თუ ითანამშრომლებთ და პროკურატურასთან შეხვალთო, მე არაფერ შუაში არ ვარო, 1 000 ლარადაც შეიძლება გამოსვლაო, 500 ლარადაც შეიძლებაო",- ყვება მიხეილ ბატურინი

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი, რომელთაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი