საქართველო ფინანსური სანქციების რეალური საფრთხის პირისპირ - ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან დახმარება, შესაძლოა, "ქართული ოცნების" შეუსრულებელი ვალდებულების გამო დაკარგოს. ამის შესახებ მკაფიო და არაორაზროვანი გზავნილი ხელისუფლებამ დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან მიიღო. მთავარი მიზეზი სწორედ შარლ მიშელის ინიციატივით მიღებული დიკუმენტია, რომლის მთავარი პუნქტი "ქართული ოცნების" ლიდერების მტკიცების მიუხედავად ქვეყნის მოკავშირეებისთვის ისევ შეუსრულები რჩება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა "ოცნების" ხელისუფლებას ყვითელი ბარათი პრემიერ ღარიბაშვილთან პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ უჩვენა. მართლმსაჯულების რეფორმის გარდა მიშელის მხრიდან ასევე კრიტიკის მიზეზი იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც 5-6 ივლისს ქვეყანაში "ქართული ოცნების" წაქეზებით ტოტალურად დაირღვა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გარდა, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ასევე იმყოფებიან მოლდოვისა და უკრაინის პირველი პირები. საქართველოში პირველივი ვიზიტისას ვოლოდიმერ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და პირადად ნახა ისეთივე მავთულხლართები, რომლითაც კრემლს უკრაინის ტერიტორიაც გაყოფილი აქვს.