თუ ეპიდსიტუაცია ასეთი რისკიანია, იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე - მარიამ ჯაში

გამოქვეყნდა:

დღეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის შესახებ კანონის ცვლილებები განიხილეს. 

ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების დაწესების საშუალებას მისცემს.

ოპოზიცია მმართველ პარტიას ეპიდემიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ ამ ახალი ცვლილებებით ივანიშვილის გუნდი წინასაარჩევნოდ ოპოზიციისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს.

ბიუროს სხდომაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის მოსაზრებით, ეს კანონი ეპიდსიტუაციის მომიზეზებით ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის გაკონტროლების საშუალებას მისცემს. ამ კანონპროექტის მიღებით პარლამენტი თავის მაკონტროლებელ ფუნქციას კარგავს, და აქედან გამომდინარე კანონი არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ.

ზოგიერთი სახის შეზღუდვა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამ შეზღუდვების სამართლებრივი საფუძველი უნდა იყოს პარლამენტის თანხმობა. პარლამენტის გარეშე თქვენ არ უნდა გქონდეთ ერთი ხელის მოსმით მთელი ეკონომიკის ჩაკეტვის უფლება, - ამბობს ნაციონალლური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეახსენეს გასული ცხრა წელი. ისინი საზოგადოებას შეახსენებენ, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი დიდი ეპიდემია გამოიარა და ამ ეპიდემიას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა.

მარიამ ჯაშის განცხადებით, თუ ეპიდსიტუაციას ასეთი დიდი რისკები შეიძლება მოჰყვეს, შესაძლოა ხელისუფლებამ არჩევნების გადადების თაობაზე იფიქროს.

თუ კი ეპიდსიტუაცია ამდენად არასტაბილური უნდა იყოს მომდევნო თვეებში, მაშინ იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

ამ კანონის მიღებისას ხელისუფლებას მხარეს არ დაუჭერენ მისი ყოფილი წევრებიც.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი