
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას სტრასბურგის სასამართლოში ცდილობს. ადვოკატებმა უკვე მიმართეს ინსტანციას ახალი სარჩელით და თან დაურთეს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიმართ საქართველოს მართლსაჯულებამ უკანონო განაჩენი გამოიტანა.
სტრასბურგმა სარჩელი წარმოებაში მიიღო. ბატურინი მის წინააღმდეგ დევნას აბსურდს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს უდანაშაულების დადამტკიცებლად.
"სრული აბსურდი, სრული უკანონობა, ამისთანა ცირკი შენიღბული სამართლიანობის ეგიდით, დემაგოგია და ყველაფერი სისულელე. სტრასბურგი არის უკვე წასული [სარჩელი], ორი ინსტანციაა გავლილი, ძალიან მალე წავა კიდევ ერთი სარჩელი. ასეთ უვარგის და უღირს მონებს მომავალში არ უნდა მეცეთ საშუალება, რომ სხვა ადამიანებსაც მიაყენონ ზიანი", - თქვა ბატურინმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისა დაცვი ყოფილი წევრი და ორი უკრაინელი მეზღვაური შარშან ნოემბერში დააკავეს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. რამდენიმე დღის წინ 4-წლიანი პატიმრობაც შეფარდეს, თუმცა გუშინ მოულოდნელად მათივე მოთხოვნის გარეშე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა და გაათავისუფლა. სწორედ მათი ციხიდან გამოშვების შემდეგ ჩამოფრინდა საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი, ბათუმში საერთაშორისო კონფერეციაზე დასასწრებად.