
დღეს ოპოზიციური პარტიების მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
ოპოზიციონერები შეხვედრის მიმდინარეობისას საარჩევნო სტრატეგიაზე მსჯელობდნენ. მიღწეული შეთანხმებით, ოპოზიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს და მაჟორიტარული ოლქები ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ოპოზიციონერი კანდიდატები ერთმანეთთან კონკურენციაში არ აღმოჩნდნენ.
გაერთიანებული ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი, ეს არის ის, რისიც ეშინია ივანიშვილს და ამ გზით უნდა ვიაროთ. უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა დავასახელოთ პრემიერობის კანდიდატი და რეიტინგები უნდა იყოს განმსაზღვრელი, ვის ვისი წარდგენა შეუძლია, - ამბობს ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე ოპოზიციის პრემიერობის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელდა, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვერსიაა და საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციამ ერთობლივად უნდა მიიღოს.
შეხვედრას არ ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობა, რადგან ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ჯერ პარტიის შიგნით უნდა გაიაროს კონსულტაციები.