თურქი ბიზნესმენის გაკოტრებაში ჩართული ქართველი მოსამართლე - კილაძემ უმაღლეს საბჭოში მტკიცებულებები მიიტანა

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ის დოკუმენტები წარადგინა, რომლითაც მისი განცხადებით, მტკიცდება, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ანა გოგიშვილი თურქი ბიზნესმენის - მუსტაფა ქოჯმანის გაკოტრებაში მონაწილეობდა.

სიუჟეტი, ამის შესახებ "შაბათის მთავარშიც" გავიდა. თურქი ბიზნესმენი ყვებოდა, რომ მოსამართლის შვილის კომპანია "კატლეიამ'' ჰოლანდიიდან ყვავილების ტრანსპორტირება შეუკევთა, თუმცა ტვირთი გზაში გაფუჭდა და ამის გამო ქართულმა სასამართლომ მას საკომპენსაციოდ დიდი თანხა დააკისრა.

ელისო კილაძის თქმით, "კატლეია" მოსამართლე გოგიშვილის შვილის კომპანიაა, თუმცა ამ საქმეზე სასამართლოში შეტანილი სარჩელისა და შუამდგომლობების ავტორიც სწორედ მოსამართლე გოგიშვილია, რომელიც მისივე მტკიცებით, კომპანიის ფაქტიური მესაკუთრე და მმართველია. 

"მე მოვიპოვე მტკიცებულებები, ეს გახლავთ მოსამართლე ანა გოგიშვილის პირადი ტელეფონი, საიდანაც ის აგზავნის მესიჯებს, ხმოვან შეტყობინებებს და პირადად მონაწილეობს ამ ბიზნეს დავის განხილვაში მანამ, სანამ მისი შვილი სასამართლოში სარჩელს შეიტანდა. დღეს მე მოვედი, ჩემი მოპოვებული მტკიცებულებებით, სქრინები მოვიტანე, მოწმეების გვარებიც დასახელებულია ,რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა",- თქვა ელისო კილაძემ.

ამ ბრალდებებს მოსამართლის ოჯახი უარყოფს და აბსურდს უწოდებს. დაცვის მხარის ადვოკატი ამბობს, რომ იმ სატელეფონო ზართან დაკავშირებით, რომელზეც ელისო კილაძე საუბრობს, მას ინფორმაცია არა აქვს.

"მე ვარ ამ საქმის ადვოკატი, შესაბამისად სხვა პირთა შორის გამართული დიალოგი, თუ ასეთი არსებობს, მე ნამდვილად არ ვიცი და რომ ვიცოდე, მინიმუმ უნდა ვიცოდე სატელეფონო საუბრის მონაწილეთა სატელეფონო ნომრები, რაც ჩემთვის უცნობია. მე არ ვიცი, ვის შორის გამართული საუბარია, თუ არის ნამდვილი, ეს მიმოწერა ეკუთვნის თუ არა მას, ვისაც თვითონ ასახელებენ. უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც, თუ ეს მოსამართლესთან განხორციელებული აკრძალული კომუნიკაციაა, მე ვფიქრობ, რომ თავად მოსამართლესაც ექნებოდა ამაზე კომუნიკაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, ვინაიდან ამას კანონი ითვალისწინებს და სამართლებრივი წესრიგის ფარგლებში გადაწყდება აღნიშნული დავა",- ივანე პეტრიაშვილმა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი