"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ჟურნალისტი ელისო კილაძე მოსამართლეების კორუფციულ გარიგებაზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და საქმეს მიმოიხილავს:
"ამბავი დაიწყო ჩვეულებრივი ბიზნესგარიგებით, ერთ-ერთმა კომპანიამ შპს "კატლეიამ" ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც იმყოფებოდა თურქეთში დაუკვეთა ჰოლონადიიდან ტვირთის, ყვავილების ჩამოტანა. ამ კომპანიამ მესამე პირს შპს "ბერქაი ენდ ბეიაზს" სთხოვა, რომ ეს ყვავილები წამოეღო. ამ ორ იურიდიულ პირს შორის, არ არის არარსებობს ხელშეკურულება, მხოლოდ სიტყვიერი გარიგებაა. აღმოჩნდა, რომ ტეპერატურული რეჟიმის არ დაცვის გამო ეს ტვირთი გაფუჭდა და დაიწყო სასამართლო დავა", - ამბობს კილაძე.
ამის შემდეგ, კომპანია, "კატლეიამ", შეიტანა სასამართლო სარჩელი, რომელიც მოსამართლე ზაზა მარტიაშვილს დაეწერა. "კატლეიამ" გადამზიდი კომპანიის ქონების დაყადაღება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. კანონის მიხედვით კომაპნიას ამის უფლება არ ჰქონდა. დავის შედეგად კი სატრანსპორტო კომპანია გაკოტრდა და მის მეპატრონეს წილის დათმობა მოუხდა.
ელისო კილაძის თქმით, ტვირთი 16 000 ევროს ღირებულების იყო, თუმცა "კატლეიამ" მოითხოვა 100 000 რადგან თქვა, რომ მან კერძო მევახშისგან აიღო სესხი, გარდა ამისა, ტვირთის განბაჟებაში გადაიხადა ფული, ასევე პოტენციური მოგების ანაზღაურებაც მოითხოვა.
"კომპანია "კატლეია" რეგისტირებულია, თბილისში, გოთუას ქუჩა 17 ნომერში. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ნიკოლოზ გოგოიშვილი, რომელიც დამწყები ბიზნესმენი და სტუდენტია, თუმცა, ამავდროულად არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანა გოგიშვილის შვილი", - ამბობს კილაძე.
მისივე თქმით, კომპანიის მისამართი რეალურად რეგისტირებულია იქ, სადაც არის ანა გოგიშვილის სახლი. კილაძე მოითხოვს, რომ ამ საქმეზე გამოძიებაც დაიწყოს.