22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა უქმდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა განაცხა. თუმცა გიორგი გახარია განმარტავს, რომ საჭიროა გარკვეული შეზღუდვები, რომელიც პანდემიის გავრცელებას შეაჩერებს.
გახარია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც, მოსახლეობამ შეზღუდვები უნდა დაიცვას.
უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნოლი იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური აღორძინების საქმეს შევიყვანთ რისკის ქვეშ.
ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული, - განაცხადა პრემიერმა.