ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ... რა თქმა უნდა, არ განიხილავს - თურნავა ღარიბაშვილის გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

"რა თქმა უნდა, არ განიხილავს" - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავა ჟურნალისტების კითხვას, განიხილავს თუ არა პრემიერმინისტრი 5 ივლისის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას.

თურნავამ თქვა, რომ "დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს, ძალიან სურს მთავრობის გადადგომა", რათა ქვეყანაში ქაოსი და დესტრუქცია იყოს, თუმცა თურნავას თქმით ისინი ამას "ვერ ეღირსებიან".

"რა თქმა უნდა, არ განიხილავს. ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ შესაბამისი ორგანო ძალიან ინტენსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, საზოგადოება ამას ხედავს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ვინც აგრესიაში მონაწილეობდა სათანადოდ დაისაჯოს", - თქვა თურნავამ.

უკვე ერთ კვირაზე მეტია ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე მოძალადეების დასჯას მოითხოვს.

11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივ აქციაზე მას სასტიკად სცემეს. აქციაზე ძალადობრივ ქმედებებს წინ სწორედ ღარიბაშვილის განცხადებები უძღოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი