სახეზეა პარლამენტის უფლებამოსილების დაკნინება მთავრობის მხრიდან - არასამთავრობო სექტორი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს განხილულ ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ოპოზიცია მხარეს არ დაუჭერს. 

კანონპროექტი მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვისაც, სადაც ამბობენ, რომ ინიციატივას რიგი ხარვეზები აქვს და დემოკრატიული თვალსაზრისით ის გამართული არ არის.

ვინ იქნება გარანტი, რომ არ დაირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, რომ ამ უფლებებით ბოროტად არ ისარგებლებს ხელისუფლება. შესაძლოა, ის ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმა გამოიყენონ ოპოზიციური პარტიების მიმართ, როგორც ერთგვარი ანგარიშსწორება, - ამბობს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, ეს არის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან კოვიდეპიდემიის შედეგად შექმნილი სიტუაცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.  

ეს იქნება პრობლემა, როდესაც ჩვენ ველოდებით განსაკუთრებით მნიშვნელოვან არჩევნებს. როცა წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი დიდი ძალაუფლება აღმოასრულებელ ხელისუფლებას აქვს ხელში, ცხადია, ალბათობა იმისა, რომ მას გამოიყენებს, ძალიან დიდია, - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი ეკა გიგაური

კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ძალაში შევა 23 მაისიდან, რაც ნიშნავს, რომ მთავრობას საშუალება ექნება შეუზღუდავი დროით დააწესოს მისთვის სასურველი რეგულაციები და საკუთარი პრივილეგირებული უფლებებით სარგებლობაც განაგრძოს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი