კრიმინალები, რომლებმაც პოლიტიკოსების მანტია მოირგეს და ციხე პოლიტპატიმრების სტატუსით დატოვეს - პრემიერი გახარია წუხს, რომ გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროები დატოვეს. გახარიას განცხადებით, პრეზიდენტმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენა, რისი ლეგიტიმაციაც მას აქვს.
ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ამ შტურმში მონაწილეობდა, ან როდესაც ადამიანმა 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ,იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს ამით რაღაც შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე, თუმცა, რა თქმა უნდა პრეზიდენტს ამის ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი სრული კომპეტენციაა,- აცხადებს პრემიერი.
მისი თქმით, ახლა ხელისუფლებას მთავარი ბრძოლა არა პოლიტიკურ ოპონენტებთან, არამედ კოვიდპანდემიასთან აქვს.
ჩვენ პირველ რიგში ვართ აბსოლუტურად მობილიზებული კოვიდის დასამარცხებლად, რომელიც გარანტირებული არავის აქვს. მეორე რიგში, ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და ასევე ამ ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად. პოლიტიკურად, მერწმუნეთ, ქართველი კაცი არის ბრძენი, არჩევნები აგერ მოვა და ვნახავთ ვინ რა დაიმსახურა,- აცხადებს გახარია.