დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესის მოსამართლეების კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა.

კანდიდატურის მოხსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. 

ფაქტს "მთავარი არხის" ვებგვერდს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უდასტურებენ, თუმცა მიზეზებს არ განმარტავენ. 

გვირიტშვილი 2017 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

ცნობისთვის, 2021 წლის 25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი - გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი იყო წარდგენილი. 

12 ივლისს პარლამენტმა 6 მათგანი უვადოდ განამწესა.

საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მოსამართლეებში დანიშვნების შეჩერებას თვეებია ითხოვს. პარტნიორებმა ეს 19 აპრილის შეთანხმების დარღვევად შეაფასეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი