ევროპარლამენტიდან გზავნილი "ოცნებას" მიანიშნებს, რომ ხელისუფლების გადაბარების დროა - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ეს არის ღია მინიშნებები, რომ მათ ხელისუფლება უნდა გადააბარონ - ასე აფასებენ პოლიტიკოსები იმ გზავნილებს, რომელიც ევროპარლამენტი უმაღლესი ტრიბუნიდან გაისმა. 

"ლელოს" წევრი, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ამას გრძნობს. მისი თქმით, თუ მმართველ გუნდს სურს დარჩეს პოლიტიკურ პროცესში აუცილებელია, გადადგას გონივრული ნაბიჯები.

ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს შეეძლოთ, რომ რეალობას თვალი გაუსწორონ და თქვან, რომ მზად ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯები. ეს ბევრად დაუფასდებოდათ. რატომღაც მათ ეს უცნაური გზა აირჩიეს. ისინი გრძნობენ, რომ ამ გზავნილების მიღმა იკითხება სურვილი, განწყობა, მესიჯი, რომ ცვლილებების დროა. 

ეს ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა დათმოს ხელისუფლება და თუ უნდა პოლიტიკურ პროცესში დარჩეს, დღეს უნდა გადადგას ნორმალური ნაბიჯები, - აცხადებს ჩიხრაძე. 

ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ხულორდავაც. მისი თქმით, ევროპელი დეპუტატები მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პატივი სცეს საკუთარ თავს და ფასილიტატორების თანდასწრებით მიღწეული შეთანხმების პუნქტები შეასრულოს.  

"ერთადერთი, რასაც გვთხოვენ არის ის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს თავს, უნდა შევასრულოთ სიტყვა, რომელსაც ვიძლევით. 8 მარტის შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი პარტნიორები გვახსენებენ, რომ ეს შეთანხმება ბოლომდეა მისაყვანი.

ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სხვა საარჩევნო სისტემით ჩატარებას, მივიყვანოთ ბოლომდე, - აცხადებს ხულორდავა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი