პარლამენტის შესასვლელთან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში, 15:00 საათზე ბიუროს სხდომა დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლების მოთხოვნა უცვლელია. ჟურნალისტებმა პარლამენტის შესასვლელთან პოსტერის გაკვრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.