"გამატარეთ, მივდივარ სამუშაოდ"... - მიხეილ სარჯველაძე 5 ივლისთან დაკავშირებით ვახო სანაიას შეკითხვას არ პასუხობს

გამოქვეყნდა:

ხმაური პარლამენტში - ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია "ქართული ოცნების" დეპუტატს, მიხეილ სარჯველაძეს, 5 ივლისის მოვლენებზე კითხვებზე პასუხს სთხოვდა, თუმცა დეპუტატმა მას არ უპასუხა.

სარჯველაძემ ვახო სანაიას უთხრა: "თქვენ გასართობად ხართ აქ მოსული... ვინც მოგიკლათ, იმას მიხედეთ... გაარკვიეთ თქვენ თვითონ... გამატარეთ, მივდივარ სამუშაოდ... თქვენ არ შეგითანხმებთ არაფერს".

ვახო სანაიამ დეპუტატს უთხრა, რომ 5 ივლისს მომხდარზე პასუხისმგებელიო ხელისუფლებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი