დასავლეთი ვიღაც რუს ოლიგარქს თავს არ "გადააგდებინებს" - ხარშილაძე

გამოქვეყნდა:

პოლიტოლოგები დარწმუნებული არიან, რომ დასავლეთი არ შეწყვეტს "ოცნების" მწვავე კრიტიკას, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება. 

ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, ნათელია, რომ ახლა ხელისუფლება დასავლეთთან ვაჭრობს, მაგრამ რურუას გათავისუფლების გარეშე მმართველი გუნდი კომპრომისს ვერ მიიღებს. 

ახლა უკვე ევაჭრებიან, რომ ერთს დავტოვებთო, ორი ხომ გამოვუშვითო. კომპრომისი არ იქნება ევროპიდან სანამ არ გამოვა გიორგი რურუაც პატიმრობიდან და არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფასილიტატორები არიან ჩვენი პარტნიორები. ბიძინას ენაზე რომ ვთქვათ, ეს მარტო ჩვენი გადაგდება კი არ არის, არამედ დასავლეთის გადაგდებაც არის, ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. დასავლეთი არ შექმნილა იმიტომ რომ ვიღაც რუს ოლიგარქს თავი გადააგდებინოს, - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.  

პოლიტოლოგის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, ქართულ ოცნებას უმაღლესი ტრიბუნიდან უთხრეს, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმრები და არის არაკეთილსინდისიერი მოთამაშე. 

"ოცნებას" უთხრეს, რომ მათ ჰყავთ პოლიტიკური პატიმრები არიან არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები და ამისათვის მათ მოუწევთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

ქვეყნის მომავალი და ქართული ოცნების მომავალი ერთიდაიგივე არ არის მათი რეპუტაცია განულებულია, ჩვენი ამოცანაა, რომ ის მითითებები და ნაბიჯები დროზე გადაიდგას, - აცხადებს ქუთელია.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი