პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 22 ივლისს გაიმართება

გამოქვეყნდა:

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა ხუთშაბათს, 22 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროზე მიიღეს. 

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი "საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი იქნება.

გარდა ამისა, სხდომაზე ხელახლა უყრიან კენჭს ცესკოს კომისიის თავმჯდომარეობისა და წვერების კანდიდატებს.

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი არიან გია ცაცაშვილის და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანმდებობაზე - თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები.

18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

პლენარული სხდომა 22 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი