2 საათში, ხელისუფლებამ თბილისის მერობის კანდიდატი მთაწმინდის პარკში უნდა წარადგინოს, სადაც სამართალდამცველების დიდი მობილიზებაა. ადგილზე არ უშვებენ არც ჟურნალისტებს და არც მოქალაქეებს. პრეზენტაციის ადგილი მთლიანად გადაკეტილია და მერობის კანდიდატს საკუთარი ამომრჩევლისგანაც კი, პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავს, გაცილებით მეტი პოლიციელი, ვიდრე გომელაურის უწყებამ
5 ივლისს მოქალაქეების დასაცავად გამოიყვანა.
რაც შეეხება მედიას, თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე, "ოცნების" გადაწყვეტილებით, მხოლოდ 1 ჯგუფს, ანუ 1 ჟურნალისტსა და 1 ოპერატორს უშვებენ, ისიც სპეციალურ მედიაზონაში, რომელიც ღონისძიების ადგილიდან სპეციალური ჯებირებითაა გამოყოფილი.
მედიაზონაში დამონტაჟებულია მონიტორი და სწორედ ამ მონიტორზე უნდა უყურონ ჟურნალისტებმა თუ რა ხდება ღონისძიებაზე.
ჯებირებს იქით გადასვლის უფლება მოსაწვევის გარეშე არავის აქვს, მეტიც, მოქალაქეებს მთაწმინდის პარკთანაც კი არ უშვებენ.