მთაწმინდის პარკში, სადაც "ქართული ონცების" ღონისძიება უნდა დაიწყოს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც მივიდა. მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისა და 5 ივლისს ნაცემი ჟურნალისტების გამო, ცხოვრება არ უნდა "შევწყვიტოთ".
ცერცვაძე ასევე მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, ძალადობის წამქეზებელი არ არის:
"რა ვქნათ ამ ფონზე შევწყვიტოთ ცხოვრება? არ ჩავატაროთ არჩევნები? ხომ უნდა ჩავატაროთ? მე რამდენადაც ვიცი, ამაზე ყველა შეთანხმებულია, რომ მოძალადეები უნდა დაისაჯონ. ყველაფერს მე ნუ მომთხოვთ, მე ექიმი ვარ და "ოცნების" მხარდამჭერი. არ ვეთანხმები, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო [5 ივლისის ძალადობის] მთავარი წამქეზებელი, ეს გამორიცხულია, კახი კალაძეს მხარს ვუჭერ ულაპარაკოდ", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.