"უზნეო ცეკვა გაქვთ თქვენი კოლეგის ცხედართან" - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთაწმინდის პარკში, სადაც ცოტა ხანში "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა უნდა გაიმართოს, "ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ მიმართა.
ვოლსკი გააღიზიანა ჟურნალისტების შეკითხვებმა, რატომ ვერ დაიცვეს მედიის წარმომადგენლები ხელისუფლების წევრებმა, რის შემდეგაც, გვერდით მდგარ ჟურნალისტს TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო წაართვა და დახია.