რკინის ჯებირებით "დაცული" "ოცნება" | კახა კალაძის წარდგენა კრიტიკული მედიის გარეშე

გამოქვეყნდა:

მერობის კანდიდატის უპრეცენდენტო წარდგენა. კახა კალაძე და "ქართული ოცნების" გუნდი პოლიციის ალყაშია მოქცეული. მთაწმინდის პარკში თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებას ახლა იმაზე მეტი პოლიციელი იცავს, ვიდრე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე იყო გამოყვანილი. შეშინებული ხელისუფლების პირველი პირები კონსპირაციულად შეიკრიბნენ პრეზენტაციაზე. ჟურნალისტების პირისპირ კი მხოლოდ პარლამენტის რამდენიმე აგრესიული წევრი და ღონისძიებაზე მიწვეული საზოგადობისთვის ცნობილი სახეები აღმოჩნდნენ.

ქალაქში, სადაც ჟურნალისტებს კლავენ, "ქართული ოცნება" არ წყვეტს თავდასხმას მედიაზე. უმრავლესობის წევრები, რომლებსაც კითხვებზე პასუხი არ აქვთ და არც პასუხისმგებლობის აღება უნდათ მთაწმინდის პარკშიც აგრესიაზე გადადიან.

ჩვენმა კოლეგებმა სრულიად ლეგიტიმური კითხვების პასუხად ისევ ძალადობა და ლაძღვა მიიღეს. მაგრამ მედიამ მაინც შეძლო პროტესტის დაფიქსირება და კიდევ ერთხელ აგრძნობინა "ქართულ ოცნებას", რომ მან ლეგიტიმაცია დაკარგა და მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გამო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი