ივანიშვილს გულწრფელად სჯერა, რომ ყველაზე ჭკვიანია - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გადაცემაში "დღის სტუმარი", სხვა თემებთან ერთად, ისაუბრა მთავრობის ახალ ინიციატივაზე, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას, საგანგებო მდგომარეობის დაწესების გარეშე, გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლებას მისცემს .

ჯაფარიძის თქმით, შეზღუდვები, რომლის დაწესების უფლებასაც მთავრობა ამ ინიციატივის მიხედვით იტოვებს, არაკონსტიტუციურია.

კითხვაზე პასუხად, იქნება თუ არა მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, იგი აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში 100%-იანი გარანტია არაფრის არსებობს, რადგან "გადაგდებების სერიის რეჟიმში ვცხოვრობთ". 

საგიჟეთია ქვეყანაში, ერთ დღესაც რა გადაუტრიალდება თავში იმ კაცს, არ იცი... ჰო შეიძლება დააკვირდე, რომელიმე მინისტრის ან პარლამენტის თამჯდომარის რეაქციებს და ამით გათვალო, რა იქნება, მაგრამ ამ ხალხმაც არაფერი არ იცის, არც მათ არავინ არაფერს ეუბნება.

რაღაც მომენტში ის კაცი {ბიძინა ივანიშვილი} რას გადაწყვეტს, იმას გააკეთებენ. ის კაცი კი რას გადაწყვეტს, არავინ იცის, - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ოპოზიციამ ხალხს უნდა გააგებინოს, რომ ეკონომიკური ზარალი და უმუშევრობის ზრდა, რაც ახლა ქვეყანაშია, მსოფლიო პანდემიასთან ერთად, მთავრობის მიერ დაწესებული გადაჭარბებული შეზღუდვების ბრალია.  

ზურა გირჩი ჯაფარიძემ, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო მარათონის ფორმატში, მაჟორიტარობის სურვილიც გამოთქვა და დაადასტურა, რომ თუ მაჟორიტარად იყრის კენჭს, ეს თბილისში მოხდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი