ყველაზე სწორი იქნება ჩამოყალიბდეს მე-3 ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებელი" ისევ ამბობს, რომ არჩევნებზე "ოცნების" წინააღმდეგ ეფექტური მესამე ძალა იქნება. მისი თქმით, სწორედ ამ ძალამ უნდა დაასახელოს მერობის კანდიდატი.

"ნომერ პირველი ამოცანა ჩვენთვის, "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ ნაწილში ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. [...] მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი იქნება ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი და წარადგინოს ყველა პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები იმისთვის, რომ ხალხს მივცეთ არჩევანი, რომ არ არის არჩევანი მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, არ არის არჩევანი მხოლოდ  აწმყოსა და წარსულს შორის", - თქვა გიოგრი ვაშაძემ. 

მისივე განცხადებით, ამ თემაზე გუნდთან ერთად მუშაობს და კონსოლიდაციის იმედი აქვს.

ოპოზიცია საერთო კანდიდატზე კონსულტაციებს მართავს: 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი