საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს - პოლიტიკური სილა "ოცნებას" ევროპელი დეპუტატებისგან

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს - უპრეცედენტოდ ხისტი გზავნილი "ქართულმა ოცნებამ" ამჯერად ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან მიიღო.

ბრიუსელში საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსები დღეს ღიად და დაუფარავად მოუწოდებდნენ მმართველ გუნდს, რომ დამოუკიდებელი მედია საშუალების მფლობელი, გიორგი რურუა, "ოცნებას" პოლიტიკური მოტივით ჰყავს დაკავებული და 8 მარტის შეთანხმების საბოლოოდ შესრულებისთვის, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგ, მისი გათავისუფლება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

პოლიტიკოსები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციისთვის სწორედ ამ შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებას ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა, შესაძლოა, კანონიერება დაკარგოს.

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან დღეს "ქართული ოცნების" ძალადობრივი ქმედებების გამოძიებასაც ითხოვდნენ. ჩეხმა დეპუტატმა მარკეტა გრეგორევამ კოლეგებს 20 ივნისის მოვლენები კიდევ ერთხელ შეახსენა და აღმასრულებელი ხელისუფლების ძალადობაზე გამჭირვალე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

ევროპელი კანონმდებლების უპრეცედენტოდ მწვავე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სვენ მიკსერის ანგარიშს მოჰყვა.

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს - ეს იყო მთავარი საკითხი, რასაც ესტონელმა დეპუტატმა 10 წუთიანი გამოსვლა დაუთმო.

ევროპელმა პოლიტიკოსმა საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელებისთვის ვადა ივლისამდე მისცა. ამის შემდეგ უკვე ცნობილი გახდება, რა მოხვდება ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში და რამდენად მწვავე იქნება საბოლოო დოკუმენტი საქართველოს შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი