თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტების მხირდან 5 ივლისის თემაზე დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა და თქვა, რომ "რეალობაში" უნდა ვიცხოვროთ. მინისტრი შეწუხდა კითხვით, რატომ არ ისჯებიან ძალადობის ორგანიზატორები და ყველა მონაწილე პირი, რატომ არ იღებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას.
"რამდენი ხანი შეიძლება ეს კითხვა დაისვას, როდემდე შეიძლება აქტუალური იყოს. უნდა ვიცხოვროთ რეალობაში, ყოველდღურ რელობაში. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, იცით თქვენ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, დაკავებულია ათობით და ასობით პირი", - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მან ჟურნალისტებს ჰკითხა რაზე არ მოახდინა სახელმწიფომ რეაგირება, პასუხის დალოდების ნაცვლად კი წავიდა.