აგრესიულად იქცეოდა, ორი მანდატური ვერ აკავებდა - პაპუაშვილი ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავაზე ძალის გამოყენებას, ძალადობის აღკვეთას უწოდებს. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ 18 ივლისს, თინა ბოკუჩავა პარლამენტში "აგრესიულად იქცეოდა და მანდატურებს ეჭიდავებოდა". მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ ორი მანდატური თინა ბოკუჩავას ვერ ერეოდა, მან დეპუტატი ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

"ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა, ეს იყო მორალური ვალდებაულება. როდესაც ერთი დეპუტატი აგრესიულად იქცევა და ეს, სულ მცირე, იმით დასტურდება, რომ ორი მანდატური აკავებდა მას და ვერ იჭერდა, ორ მანდატურს ეჭიდავებოდა",- თქვა პაპუაშვილმა.

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით 18 ივლისს პარლამენტში შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ. ვახტანგ გომელაურის გამოსვლისას, ჟურნალისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით ტრიბუნასთან ბანერები მიიტანეს, რასაც მმართველი გუნდის დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.  

18 ივლისს სასესიო დარბაზში, სავარაუდო ძალადობის ფაქტს ადგილი 3 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის მიმართ ჰქონდა. ოპოზიციის წევრებმა საკითხის შესასწავლად პარლამენტის ეთიკის საბჭოსაც მიმართეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი