ნათქვამია, რომ საქართველოში საიმედო საინვესტიციო გარემოა - თალაკვაძე სახ.დეპის ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მასში საუბარი შეეხებოდა საქართველოში არსებულ საიმედო და მდგრად საინვესტიციო გარემოს.

რაც შეეხება, სასამართლო სისტემას, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს: "საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლობა და მასზე პოლიტიკური გავლენები კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება"

თალაკვაძის თქმით, შემდგომი რეფორმების გატარების შემდეგ სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და ეფქტური გახდება.

"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში საიმედო და მდგრადი საინვესტიციო გარემოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები, რომელთა გატარებაც ჩვენ უზრუნველვყავით თავის თავად იცავს საინვესტიციო გარემოს.

რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ გამოთქმულ კრიტიკას, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების სურვილი, რომ სასამართლო კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახდეს, იქნება ასახული ჩვენს მიერ განხორციელებულ შემდგომ რეფორმებში",- თქვა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები კრიტიკული მედიების კითხვებს არ პასუხობენ. ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ამბობენ, რომ კითხვებს მას შემდეგ უპასუხებენ, როცა "ჟურნალისტები ეთიკის შესაბამისად იმოქმედებენ".

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ, გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი საქართველოს ხელისუფლებისა და სასამართლოს მიმართ უნდობლობას შეეხებოდა

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას ინვესტორები აღარ ენდობიან, რადგან "სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან ერთად, ისევ პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნების პროცესებიც''.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი