"დასაჯეთ მოძალადეები" - პარლამენტში სხდომა ჟურნალისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში პარლამენტი ბიუჯეტის პროექტის განხილვა ჟურნალისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. სასესიო დარბაზში მედიისთვის განკუთვნილი ადგილიდან ჟურნალისტებმა ბანერი წარწერით - "დასაჯეთ მოძალადეები" ისევ გადმოფინეს. 

გარდა ამისა, მათ თან აქვთ გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები, რომლებიც დეპუტატებს აჩვენეს. ამ ფოტოებით დახვდნენ ისინი ბიურის სხდომიდან გამოსულ "ქართული ოცნების" დეპუტატებსაც.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა "ოცნებამ" სწორედ ჟურნალისტების ბანერების გამო გადადო. მაშინ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამუშაო რეჟიმს უნდა დაბრუნებოდნენ და ეს ბანერები ჩამოეხსნათ. მედიამ აღნიშნულზე უარი თქვა, მოგვიანებით კუჭავამ მოსმენა გადადო. როგორც ჩანს დეპუტატებს დღეს მსგავსი "პრეტენზიები" არ აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი