"ძალზედ სევდიანია ის, რასაც ვუყურებთ, იმიტომ რომ არ ვიმსახურებთ ამ ქვეყანაში უკულტურო კულტურის მინისტრს. მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ასეთი კულტურის მინისტრი ჰყავთ. არადა, ეს სამინისტრო ისევ იმიტომ შეიქმნა, რომ ქალბატონი თეა დაესაქმებინათ მინისტრის რანგში, მაგრამ სამწუხაროდ, იმდენად არ აქვს იდეები, იმდენად არ ესმის, რა არის კულტურა, რომ ვერაფერს აკეთებს და თავის წარმოჩენის ერთადერთ გზად სწორედ ეს დაინახა - ძალადობა ჟურნალისტებზე".
- ამბობს დეპუტატი თამარ კორძაია "მთავარი არხის" ეთერში თეა წულუკიანთან დაკავშირებით.