სახედაკარგული მინისტრი, რომელიც სრული სიზუსტით აღწერს სახელისუფლებო გუნდის მდგომარეობას. თეა წულუკიანმა, როგორც ჩანს, ვერც ახალ თანამდებობაზე გამწესების შემდეგ შეიძინა კულტურის მინისტრის უნარები. დღეს წულუკიანი ნამდვილად გამორჩეული იყო სხვებისგან და საკუთარ თავსაც აჯობა. პირველმა ვიცეპრემიერმა კამერის წინ კანონი 2-ჯერ დაარღვია და პოლიციამ მისთვის წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ გაბედა.
"ოცნების" უცვლელ მინისტრს წონასწორობა სენაკის ახალ თეატრში "მთავარი არხის" შეკითხვებმა დააკარგინა, მას შემდეგ რაც წულუკიანმა სამთავრობო გზავნილების გახმოვანება დაასრულა, დაცვის დახმარებით შეეცადა მწვავე შეკითხვებისთვის თავის არიდებას. სწორედ შეკითხვის დასმის დროს მინისტრმა ჩვენს ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და საკუთარი მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცა - ეს კი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და სხვისი ქონების მითვისებაა.
ინციდენტის შემდეგ წულუკიანი დიდი ხანი პოზირებდა ჩვენი მიკროფონით და ბოლოს შენობა სათადარიგო გასასველიდან დატოვა.
იხილეთ ასევე: