"ქართულმა ოცნებამ" კრიტიკული და სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში, მძიმე არტილერია ჩართო.
სახელისუფლებო არხების პარალელურად მობილიზებულია ტროლებისა და ბოტების სრული შემადგენლობა, რომლებმაც ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ "ფეისბუქის" გვერდებსა და სააგენტოებში მედიის დისკრედიტაციის ბინძური კამპანია დაიწყეს და ამისათვის სასტიკად ნაცემ და გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავას იყენებენ.
"მითების დეტექტორმა" გაშიფრა სქემა და დეტალურად დაადგინა ვინ დგას სიყალბის მიღმა რომელიც ახლა ხელისუფლების მთავარი იარაღია ჩვენს წინააღმდეგ.