თქვენ ხართ მოძალადეები, პარტიული აქტივისტები - ღარიბაშვილი ჟურნალისტებს ისევ თავს ესხმის

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძალადობაში ჟურნალისტებს ადანაშაულებს და დანაშაულს ვერც "მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის, ემა გოგოხიასთვის მინისტრის მიერ მიკროფონის წართმევაში ხედავს. 

ღარიბაშვილმა კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი პარტიული აქტივისტები არიან და "ადგილს აფუჭებენ", რადგან ისინი პარტიაში და პარლამენტში უნდა იყვნენ.

"თქვენ თუ არ შეწყვტთ ამ დესტრუქციას.... თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები. თქვენ ხართ პირდაპირ პარტიული აქტივისტი, ნაცმოძრაობის წევრი ხართ თქვენ. [...]

თქვენი მიკროფონი, არ ვიცი რა ხდება მიკროფონთან დაკავშირებით... მე მინდა ერთი გითხრათ, რომ ეს სიყალბე და ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ, მე ამ შემთხვევაში თქვენ არ გელაპარაკებით, ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნა უკვე რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად.

ეს არ არის დანაშაული. დანაშაულია ის რასაც სჩადიოდა თქვენი დამფინანსებელი სააკაშვილი და მისი გუნდი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ძალადობის გარდა ჟურნალისტები აგრესიაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა მოძალადე დასჯილი და დაჭერილია.

"ალბათ გვარამია გეუბნებათ ხომ რა უნდა მკითოთ ხო? სამარცხვინოა" - უთხრა ღარიბაშვილმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი