კულტურის უკულტურო მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" მიკროფონის გატაცებასთან დაკავშირებით, დღეს "ქართულ ოცნებაში" კომენტარებს გაურბიან. მმართველი პარტიის დეპუტატები არ პასუხობენ ჩვენი ჟურნალისტის შეკითხვას, "ეს რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს გაეკეთებინა, დაიწყებოდა თუ არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა".
"ძალიან ვწუხვარ... ბოდიშს გიხდით, დღეს კომენტარების გარეშე" - ამბობს დავით სერგეენკო.
ცნობისთვის, თეა წულუკიანს "მთავარი არხის" მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია.