ორშაბათს 26 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს და ოპოზიციას სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებს:
"მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ დასკვნის განხილვაში. თუ კვლავაც მიგაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ნუ გაექცევით დისკუსიას და სცადეთ თქვენი სიმართლის დამტკიცება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ "ქართული ოცნების" შეფასებით, "სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა".