თეა წულუკიანი არის კიტა იზორია კვადრატში... ამოიღებს დიდ "ნარუშილოვკას" და მერე მისთვის ყველაფერი შეიძლება - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანი არის კიტა იზორია კვადრატში. მას აქვს ერთი დიდი ნარუშილოვკა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.

ნიკა გვარამია იხსენებს ლევან იზორიას ძმის, კიტა იზორიას განცხადებებს, რომელიც, მისი თქმით, "ასევე მოიხსენიებდა პოლიციელებს და ასევე ყველაფრის ჩადენა შეეძლო, ოღონდ მოძრაობის წესების დარღვევის კუთხით, იმიტომ რომ "ნარუშილოვკა" ჰქონდა უკანონოდ".

პირდაპირ ამცირებს წულუკიანი პოლიციას, "ვიღაცები რომ გამოიძახეთ, ვერ გიშველიან ისინიო"... თეა წულუკიანი არის კიტა იზორია კვადრატში. მას აქვს ერთი დიდი "ნარუშილოვკა"... ჩადის ხან ადმინისტრაციულ გადაცდომებს, მაგალითად, ჩემი ტელეფონის გამოქვეყნებით... ხან ინფორმაციას არ გასცემს და ამაზე სასამართლო ამბობს, რომ უნდა გასცეს, მაგრამ არაფერი. ახლა უკვე დანაშაულსაც იდენს, ამოიღებს დიდ "ნარუშილოვკას" და მერე მისთვის ყველაფერი შეიძლება, - ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, ის, რაც გუშინ თეა წულუკიანმა სენაკის თეატრში გააკეთა, სამარცხვინოა.

სიგიჟე ხდება. საქართველოს მთავრობის წევრმა წაგვართვა მიკროფონი, წაიღო და არ გვაძლევს. იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში არ ვიცი, მაგრამ რაშიც მან გამოიყენა სენაკის თეატრში ეს მიკროფონი, იყო სამარცხვინო უბრალოდ. "ბიძინას ჯოს, ჯოს", ჯერ უნდოდა ემას ეძახა და მერე დარბაზს აძახებინა. იმ დარბაზში ვინ იჯდა არ ვიცით... სახედაკრგული, არქიფო სეთურის მონები ჩვეულებრივი, - ამბობს ნიკა გვარამია. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმითვე, "უკვე აღარ გაგვაოცებს არაფერი წულუკიანის, მაგრამ რაც ვახეთ, ამან გაგვაოცა"... 

ნიკა გვარამია ამბობს იმასაც, რომ როცა ქვეყნის სახე წულუკიანი და ღარიბაშვილი არიან, ეს ჩამოშლას ნიშნავს და სახელმწიფოს აბუჩად აგდებაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი