ოპოზიცია მთავრობას ევროპის გზავნილების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს - "ოცნება" ოპონენტებს სპეკულაციაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარების მწვავე გზავნილები - ოპოზიცია ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ისინი "ოცნების" ხელისუფლებას ეუთოს ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებას და პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას ურჩევენ.

ევროპელი პოლიტიკოსები  ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე ღიად აფრთხილებენ, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების ლეგტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ეს იყო ძალიან ნათელი სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ ან დაიწყოს ჩვენი პარტნიორების მოსმენა და იმ რეკომენდაციების შესრულება, რასაც ისინი იძლევიან, ან მოემზადოს ძალიან მძიმე შედეგებისთვის, როგორც პირადად ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვისაც, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეიყვანს ჩიხში ამ რეკომენდაციების იგნორირება, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი.

"ქართულ ოცნებაში" კი ისევ ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია თემით სპეკულირებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ევროპარლამენტარებს "ნაციონალური მოძრაობის"  მხარდამჭერებად მოიხსენიებს. ვოლსკის თქმით, "ქართული ოცნება" სწორ გზას ადგას და ამას ოქტომბრის თვეში ქართული საზოგადოებაც სათანადოდ შეაფასებს. 

ეს არის განცხადებები პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებისა, რომლებიც ერთ ოჯახში არიან  "ნაციონალურ მოძრაობასთან". ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, სწორად ვიქცევით და მთავარი შემფასებელი და მთავარი რეზოლუციის მიმღები  არის ჩვენი საზოგადოება, რომელიც ოქტომბერში შეაფასებს, რომელი განცხადება და ქმედება არის სწორი და მართებული ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, - აცხადებს გია ვოლსკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი